27 დეკემბერი 2024,   07:40
ვრცლად
რეჟიმი ხალხს ეუბნება, ირიბად ეუბნება, რომ გაკაფეთ ვაშლები და დაგითესავთ მარიხუანას - ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი შიდა ქართლში სოფელ საქაშეთში ჩავიდა. შალვა ნათელაშვილი იმ ადგილობრივებს შეხვდა, რომლებსაც ვაშლის მოსავალი უფუჭდებათ.

„ლეიბორისტების“ ლიდერის განცხადებით, ხელისუფლება მოსახლეობას ირიბად მიანიშნებს, რომ ვაშლის ბაღები გაჩეხონ და მარიხუანა დათესონ.

შალვა ნათელაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთის ბაზარს გახსნის და საქართველოდან მოსახლეობა შეძლებს, რომ ხილი და ბოსტნეული იქ გაყიდოს.

„რეჟიმი ცდილობს, ხალხს ამოუშალოს გენეტიკური კოდი, რომლის თანახმად, მსოფლიო ცივილიზაციამ ჩვენ გვიწოდა გიორგია. ირიბად ეუბნება, რომ გაკაფეთ ვაშლები და დაგითესავთ მარიხუანას,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები