27 დეკემბერი 2024,   07:08
ვრცლად
კობახიძის მიერ გაცემული 5 ნებართვა - სუბელიანთან შესასვლელად კვირა დღეს ციხის კარი მხოლოდ დეპუტატ ჯაფარიძისთვის გაიღო 

მირზა სუბელიანის და ვიქტორ ჯაფარიძის შეხვედრა ციხეში, რომელიც 12 ოქტომბერს, კვირა დღეს შედგა -პარლამენტის თავმჯდომარე ამ დრომდე არ აკეთებს განმარტებებს, რატომ გაიღო საპყრობილის კარი უქმე დღეს მმართველი გუნდის დეპუტატისთვის, მაშინ როდესაც არასამუშაო დღეებში პენიტენციალურ დაწესებულებებში არც ადვოკატებს და არც სასულიერო პირებს უშვებენ.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ "კურიერისთვის" გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ დეპუტატს ირაკლი კობახიძემ მირზა სუბელიანთან შესვლის უფლება 11 სექტემბერსაც მისცა, სამ დღეში კი ისევ საკანში შესვლის განმეორებითი ნებართვა გაიცა.

"კურიერის" წყაროს ცნობით, საგანგებო ვიზიტი გადაცემა P.S-ის ანონსის გასვლის შემდეგ დაიგეგმა, როდესაც "რუსთავი 2" -მა დააანონსა, რომ საღამოს ეთერში სუბელიანის საკნის ჩანაწერები გავიდოდა.

"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებდნენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს კანონი არ დაურღვევია და დეპუტატს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლება არასამუშაო დღესაც ჰქონდა.

"კურიერმა" პარლამენტიდან ინფორმაცია ხუთშაბათს გამოითხოვა, დღეს მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს მირზა სუბელიანთან შესვლის უფლება ირაკლი კობახიძემ, 6 ივლისიდან 14 ოქტომბრამდე შუალედში 5-ჯერ მისცა.

პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ ფარული ჩანაწერების არსებობის შესახებ უკვე 12 ოქტომბერს იცოდნენ და გამოძიებაც დაიწყეს. იურისტები ფიქრობენ, რომ სწორედ ეს არის მთავარი საეჭვო გარემოება. რატომ მისცა პროკურატურამ ამ სისხლის სამართლის საქმის ორ მთავარ მოწმეს მირზა სუბელიანსა და დეპუტატი ჯაფარიძეს დაკითხვამდე კომუნიკაციის უფლება.

დეპუტატებს ციხეში შესვლის უფლებას სამუშაო დღეებში კანონი აძლევს. თუმცა ფარული ჩანაწერებიდან, რომელიც „კურიერმა“ მოიპოვა, ირკვევა, რომ სუბელიანი პრივილეგირებული პატიმარია და მასთან საკანში შესვლის უფლებას აძლევენ ადამიანებს, რომლებსაც კანონით ამის უფლება არ აქვთ.

ოპოზიციას აინტერესებს რა სტატუსით შეუშვეს ბრალდებულ ჩინოვნიკთან ჯანდაცვის სამინსიტროს თანამშრომელი დავით ცუხიშვილი და სხვა გარეშე პირები. ფარული ჩანაწერებით, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა სუბელიანი გარეშე პირების ციხეში შესვლის შესახებ თავად ჰყვება. საპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ საქმის ამ ეპიზოდიდანაც იკვეთება რომ სუბელიანი ხელისუფლებისთვის განსაკუთრებული პატიმარია.

დღის ამბები