26 დეკემბერი 2024,   13:54
ვრცლად
როგორ ხევენ დავით ბაქრაძის საარჩევნო პლაკატებს - ევროპული საქართველო ვიდეომასალას ასაჯაროებს

„ევროპულმა საქართველომ” დღეს ის ვიდეომასალა გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, როგორ ხევს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი მათი საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის საარჩევნო პლაკატებს. ელენე ხოშტარიას თქმით, საარჩევნო პლაკატები კანონის სრული დაცვით იყო განთავსებული. ”ევროპული საქართველოს” წევრების თქმით, ხელისუფლება პოლიტიკური დაკვეთით მოქმედებს, რადგან სამართლებრივი კონკურენციის ეშინია.

„კახი კალაძე არა თუ არ ზრუნავდა ქალაქის იერსახეზე, არამედ თავისი პირდაპირ პოლიტიკური დაკვეთით მისცა დავალება, რომ მთავარი ოპონენტის დავით ბაქრაძის პლაკატები მოიხეს და აი ამ პატარა კონკურენციასაც კი კანონით დადგენილ კონკურენციასაც კი ვერ უძლებს "ქართული ოცნება," თან ლაპარაკობენ ვითომ რაღაც ევროპული ტიპის კამპანიაზე და ამის პარალელურად იმ სრული ფინანსური რესურსის რაც აქვთ მათ ასჯერ უფრო მეტი ვიდრე ოპონენტებს, ამის ფონზე პლაკატის ატანაც კი არ შეუძლიათ,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 


 

დღის ამბები