27 დეკემბერი 2024,   01:27
ვრცლად
"ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად" - კარლ ბილდტი

"ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს.

ბილდტი ვარაუდობს, რომ საქართველოში სიტუაცია პიკს 29 დეკემბრის შემდეგ მიაღწევს.

"მასობრივი საპროტესტო აქციები თბილისსა და საქართველოს სხვა ადგილებში გრძელდება, სიტუაცია კი 29 დეკემბრის შემდეგ პიკს მიაღწევს," - აცხადებს კარლ ბილდტი.

დღის ამბები