27 დეკემბერი 2024,   02:47
ვრცლად
რუსთავში, ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა - ერთი მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია

რუსთავში, ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც „რუსთავი 2“-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების წარმომადგენლებმა განუცხადეს, ამ დროისთვის დაშავებული 12 ადამიანი, ორ სხვადასხვა კლინიკაშია გადაყვანილი. აქედან ერთის, 9 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია. მას, ამ დროისთვის შესაბამისი სამდეცინო დახმარება უტარდება. შესაძლოა მოზარდი თბილისში გადმოიყვანონ. 

„გარაჟის დემონტაჟს აწარმოებდა კერძო შემსრულებელი. დაშავებულთა რაოდენობა შეადგენს 11-ს. კლინიკა რუსთავში არის 9 დაშვებული. ამჟამად ყველაზე მძიმე არის გოგონას მდგომარეობა, რომელსაც უტარდება ოპერაცია და ამ ოპერაციის შემდეგ, გაირკვევა შემდეგო ქმედებები. დანარჩენზე მიმდინარეობს მოკვლევა,“ - განაცხადა  რუსთავის მერის პირველი მოადგილემ, დავით კეკელიძემ.  

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, სტადიონთან  ავტოფარეხის დემონტაჟის დროს ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან მოზარდებიც. 

აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა. ასევე საცხოვრებელ სახლებში ჩაიმსხვრა მინები. ადგილზე მობილიზებულია რუსთავის საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. 

დღის ამბები