27 დეკემბერი 2024,   02:55
ვრცლად
რუსეთი აშშ-ს იარაღის კონტროლის შეთანხმებიდან გასვლის სანაცვლოდ საპასუხო ზომებით ემუქრება

რუსეთი შეერთებულ შტატებს იარაღის კონტროლის შეთანხმებიდან გასვლის სანაცვლოდ საპასუხო, მათ შორის სამხედრო ზომებით ემუქრება. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ლავროვის უწყება გამოეხმაურა და მას ძალიან სახიფათო უწოდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის შეფასებით, ოფიციალური ვაშინგტონი შანტაჟის გზით ცდილობს მოსკოვი სტრატეგიული სტაბილურობის სფეროში დათმობაზე წაიყვანოს.

1987 წლის შეთანხმებიდან გასვლის გეგმა დონალდ ტრამპმა ნევადაში, საარჩევნო კამპანიის შეხვედრის დროს დაადასტურა. რონალდ რეიგანისა და მიხეილ გორბაჩოვის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედ ყველა ბირთვულ და არა-ბირთვულ რაკეტას კრძალავს. 

დღის ამბები