27 დეკემბერი 2024,   02:34
ვრცლად
"ნუ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას" - მმართველი გუნდი "რუსთავი 2"-ს ურჩევს ყველა ჩანაწერი ერთად გამოაქვეყნოს

მმართველი გუნდი "რუსთავი 2"-ს ურჩევს გამოაქვეყნოს ყველა ის ჩანაწერი, რაც მოეპოვება. ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაგმენტებს ასაჯაროებს და ამით საზოგადოებას აბნევს.

„გამოაქვეყნონ მათაც ყველა ის ჩანაწერი, რაც მათ ხელთ აქვთ და ამოგლეჯილად ნუ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ჩვენი მიზანი არის ის, რომ სრულად მიეწოდოს ჩვენს საზოგადოებას ინფორმაცია და ის აბსურდული საუბარი, რომ თითქოს რაღაც დაჯგუფება არსებობს... ნებისმიერი  საკითხი, რომელზეც შეიძლება იქ იყოს საუბარი, ეს უნდა იყოს შესწავლის საგანი. კონტექსტიდან ამოგლეჯის გარეშე, ვინ რაზე საუბრობს, როგორ საუბრობს სასურველია, მიზანშეწონილია  საზოგადოებას შევთავაზოთ არა მოდელირებული ქრონიკა არამედ სრული ვერსიის შეთავაზება არის სწორი,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ქართული ოცნების“ წევრები გლდანის ციხის ჩანაწერებზე საუბრობენ, რომლებშიც მირზა სუბელიანი სხვადასხვა საკითხებზე საუბრობს. მათ შორის სხვადასხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებზე, გარიგებებზე ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან და გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელიც მან „დაალაგა.“ ბოლო ჩანაწერში, რომელიც გავრცელდა, მირზა სუბელიანი მოზარდების მკვლელობის საქმეს ახსენებს და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ მთავარ მოწმეს ეკლესიის შესაწირში ფული დაუტოვეს. 

მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ჩანაწერებით ომმა ძალიან სამწუხარო სახე მიიღო. სოფო კილაძის განცხადებით, ამ საქმეში ძალიან ბევრი უზუსტობა დაა ამიტომ აუცილებელია გამოძიებამ ბევრ კითხვას გასცეს პასუხი.

ამავე თემაზე
დღის ამბები