27 დეკემბერი 2024,   01:47
ვრცლად
აფეთქება რუსთავში - 7 წლის გოგონას გადაუდებელი ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა 

რუსთავში, ჟანგბადის ბალონის აფეთქების დროს დაშავებულ 7 წლის გოგონას გადაუდებელი ოპერაცია ქალაქ რუსთავის საავადმყოფოში რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა. მისი მდგომარეობა ყველაზე მძიმეა იმ 10 ადამიანს შორის, ვინც რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავდა. 

რუსთავში ერთ-ერთი კორპუსის ეზოში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ირგვლივ მდებარე კორპუსების და ავტომობილების შუშები ჩაამტვრია.

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში 10 ადამიანი გადაიყვანეს, რომელთა შორის 5 არასრულწლოვანია. ბავშვები, რომელიც სავარაუდოდ კორპუსის ეზოში თამაშობდნენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები