27 დეკემბერი 2024,   02:01
ვრცლად
სკანდალური ჩანაწერები, რომელზეც შსს-მ გამოძიების ნაცვლად მხოლოდ მოკვლევა დაიწყო-უწყებამ უნდა დაადგინოს აიღო თუ არა მოწმემ თანხა

გლდანის ციხის მორიგი ჩანაწერები, სადაც მირზა სუბელიანი სკანდალურ საქმეებზე საუბრობს - ახლა შსს-მ უნდა გადაწყვიტოს დაიწყებს თუ არა გამოძიებას "შაბათის კურიერში" გასულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც საუბარი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეში ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე ზემოქმედებას შეეხება. მირზა სუბელიანი ჩანაწერში ამბობს, რომ მოწმე მოისყიდეს და მას თანხა ეკლესიის შესაწირში დაუტოვეს. ჩანაწერის მიხედვით ამ საქმის გაყალბებაში ქალაქის ყოფილი პროკურორი იყო ჩართული.

ფარულ ჩანაწერები, სადაც მირზა სუბელიანი მოწმეებზე ზემოქმედების შესახებ საუბრობს, მოკლული დავით სარალიძის მამისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ მის შვილის მკვლელობის საქმის მთავარმა მოწმე გიორგი მენაბდემ სიმართლე მასზე განხორცილებული სისტემატიური ზეწოლის გამო არ თქვა.

შს მინისტრი კი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ მოკვლევა მიმდინარეობს. გამოძიება კი იმის მიხედვით დაიწყება თუ ჩანაწერის შინაარსიდან რომელიმე დეტალი მაინც დადასტურდება.

დროებითი  საგამოძიებო კომისიის წევრები კი იმ მტკიცებულებებზე საუბრობენ, რომელიც ჯერ კიდევ კომისიის მუშაობის დროს გამოიკვეთა. ამბობენ, რომ ამის მიუხედავად სამართალდამცავებს რეაგირება არ მოუხდენიათ.

მმართველი გუნდი კი კვლავ ამტკიცებს, რომ მირზა სუბელიანი გაბრაზებულია და ხელისუფლებას აშანტაჟებს. დეპუტატების ნაწილი კი "რუსთავი 2"-ს მოუწოდებს ყველა ჩანაწერი, რაც კი მოეპოვება ერთად გაასაჯაროოს. დეპუტატები თვლიან, რომ ჩანაწერები ეთერში  კონტექსტიდან ამოგლეჯილად გადის რაც საზოგადოებას აბნევს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები