27 დეკემბერი 2024,   01:48
ვრცლად
ძლიერი აფეთქება რუსთავში - დაშავებული ორი მოზარდი კატასტროფის ბრიგადებმა თბილისში გადმოიყვანეს 

რუსთავში აფეთქების დროს დაშავებული ორი მოზარდი კატასტროფის ბრიგადებმა თბილისში გადმოიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის, 8 წლის გოგონას მდგომარეობა ექიმების შეფასებით, კრიტიკულად მძიმეა და ის მკურნალობას თბილისში აგრძელებს. მოზარდი საავადმყოფოში შეყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

მას რუსთავის კლინიკაშივე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა მაინც აუცილებელი გახდა მისი თბილისში ჰოსპიტალიზაცია. ის ბოკერიას კლინიკაში მოათავსეს, სადაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა ბოხუა მოინახულა. 

რუსთავის კლინიკა უკვე დატოვა კიდევ ერთმა მოზარდმა, 12 წლის ბიჭმა, რომელსაც ფეხი ჰქონდა დაზიანებული. მას იაშვილის სახელობის კლინიკაში მოათავსებენ. 

„შემოსულია შემთხვევის ადგილიდან სულ 11 პაციენტი, აქედან 6 იყო მცირეწლოვანი, ყველაზე  მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა გოგონა 8 წლის, შემოსვლისთანავე გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე და აყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში. ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა და შემდგომი მკურნალობის მიზნით გადავიდა უკვე პროფილურ კლინიკაში. მუცლის ღრუში იყო შემავალი ჭრილობა, ემენტერაცია და მენჯის არეშიც იყო ჭრილობა. რჩება 6 პაციენტი, ზოგი იმყოფება დაკვირვების ქვეშ და ერთი პაციენტი გადავიდა საოპერაციო ბლოკში და მეორეც გადავა ცოტა ხანში,“ - განაცხადა კლინიკა ”რუსთავის” გადაუდებელი განყოფილების მორიგე ექიმმა, ლევან ფსუტურმა

რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, ისინი რუსთავის სხვადასხვა საავადმყოფოებში რჩებიან.

 

 

 

დღის ამბები