27 დეკემბერი 2024,   02:19
ვრცლად
მოსალოდნელი არეულობა და საბურავები, რომელზეც მმართველი გუნდი 6 წელია საუბრობს - "ოცნება" წინასაარჩევნოდ ტრადიციულ ნარატივს მიმართავს

მზადდება არეულობა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს - ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდის ტრადიციულის განცხადება, რომელსაც წინასაარჩევნოდ მიმართავს ხოლმე და უმეტესად მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარზე საუბრობს.  ყოველ არჩევნებზე მმართველი გუნდი ერთსა და იმავე მეთოდს მიმართავს და ხალხის კიდევ უფრო დასაშინებლად და წინა ხელისუფლების ძალადობრივი მიდრეკილებების დასამტკიცებლად თაროზე შემოდებულ საქმეების ხელახალ გამოძიებას იწყებს.

თუმცა ფაქტი ერთია, რომ ხელისუფლების წინასაარჩევნო ნარატივის მიუხედავად მოსალოდნელ არეულობასთან დაკავშირებით ანთებული საბურავები არსად ჩანს. 6 წელია კითხვაზე სად არის ოპოზიციის ვითომ და დაანონსებული არეულობა, მმართველი გუნდს ერთი პასუხი აქვს - ამბობენ, რომ ეს დაძაბულობა აღკვეთეს.
 

დღის ამბები