27 დეკემბერი 2024,   02:58
ვრცლად
„მინდა რომ, ჩემ შვილთან როცა წავალ მართალი ვიყო,“ - ზაზა სარალიძის გზა ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგ 

ხორავას ქუჩის ტრაგედია - 2017 წლის პირველ დეკემბერის შუადღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე, მოზარდების ჩხუბის დროს ერთი არასრულწლოვანი, ლევან დადუნაშვილი გარდაიცვალა, მეორე დაჭრილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კლინიკაში მიყვანიდან 23 საათში 16 წლის დათო სარალიძე გარდაიცვალა. დედამ შვილს ცოცხალს ვერ ჩამოუსწრო.

დათო სარალიძის დაკრძალვის შემდეგ, ზაზა სარალიძემ დაიწყო იმის გარკვევა, თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე. პროკურატურა მხოლოდ ორ ბრალდებულს ასახელებდა, რაც სარალიძისთვის თავიდანვე საეჭვო იყო.

ზაზა სარალიძემ მაშინვე დაიწყო მტკიცება, რომ პროკურატურა ხელს აფარებდა სხვა დამნაშავეებსაც, რადგან ინციდენტში მაღალჩინოსნის შვილი მონაწილეობდა და საქმე თავიდანვე შეკერეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორი ბრალდებულიდან არც ერთი სცნეს დავით სარალიძის მკვლელად.

შემდეგ დაიწყო მრავალკაციანი აქციები, მთავარი პროკურორის გადადგომა, პრემიერის მისვლა აქციაზე, რომელსაც სიტყვა არ მისცეს. პოლიტიკოსების გამოსვლები, თუმცა ამის პარალელურად დაიწყო სარალიძის მიზანმიმართული დაკავშირება პოლიტიკურ პარტიებთან და მისი დისკრედიტაციის მცდელობები.

სარალიძე მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად ითხოვს დამნაშავეების დასჯას და ამბობენ, რომ ერთმანეთს ამ ბრძოლაში არ მიატოვებენ.

თითქმის ყოველ დღე აქციაზე წასვლამდე ცდილობს ცოტა დრო მაინც გაატაროს დათოს საფლავთან. ზაზას ბრძოლისუნარიანობას მთელი ოჯახი იზიარებს და გვერდში უდგანან.

ზაზა სარალიძემ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ფარულ ჩანაწერებსაც ამზადებენ.

დღის ამბები