27 დეკემბერი 2024,   01:55
ვრცლად
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა - ტრიბუნა, რომელიც ხელისუფლებამ მსოფლიოსთან საქართველოს პრობლემებზე სასაუბროდ არ გამოიყენა

ფრანკფურტის წიგნის 70-ე ბაზრობა და საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით - წიგნის ბაზრობა აზრთა გაცვლის საუკეთესო პლატფორმაა, სადაც საკუთარ პრობლემებზე ქვეყანამ აუცილებლად უნდა ისაუბროს, თუმცა ფრანკფურტის მაღალი ტრიბუნიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ხელისუფლების წევრებს ოკუპაცია არ უხსენებიათ. 

მწერალმა აკა მორჩილაძემ, ევროპული ტრიბუნიდან საქართველოს ხელისუფლებასაც შეახსენა, რომ ქართველი მწერლების მოთვინიერება არ გამოვა.

სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 70-ე წლისთავისთვის, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული, 500-მდე ქართული ლიტერატურის განსაკუთრებული ნიმუში ითარგმნა.

საქართველოს ყველა გულშემატკივარი ერთ რამეზე თანხმდება, რომ საპატიო სტატუსის 6 დღიანი ისტორიით ყველაფერი მხოლოდ იწყება.

დღის ამბები