26 დეკემბერი 2024,   13:54
ვრცლად
ავარია ხარაგაულში რკინიგზის მშენებლობაზე, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ესმხვერპლა-დასაქმებულები უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობენ

ხარაგაულში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა გარდაიცვალა. შემთხვევა ზვარეში მაშინ მოხდა, როდესაც კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" თანამშრომელს სატვირთო მანქანით მიწა გადაჰქონდა, ავტომობილი დაგორდა და მეორე ავტომანქანას დაეჯახა. მშენებლობაზე დასაქმებულები ყვებიან, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის და შემთხვევაც სავარაუდოდ, მანქანის გაუმართაობამ გამოიწვია. თვითმხილველები ამბობს, რომ მანქანაზე გაუმართავად მუშაობდა მუხრუჭი რაზეც კომპანიის ხელმძღვანელობა გაფრთხილებული იყო. ავტომობილის გაუმართაობის გამო მუშაობაზე უარი ერთ-ერთმა თანამშრომელმაც თქვა. 

„ამ მანქანაზე ვმუშაობდი მე თვითონ. მითხრეს, რომ ადი დაიტვირთეო. ვერ ავიდა მანქანა ბუქსაობდა. დააწვა ტრაქტორი აიყვანა. იქიდან მერე მე აღარ წამომიყვანია მანქანა. მე ვუთხარი მე სასიკვდილოდ არ წავალ, ბევრი ხართ, თქვენ ვინც გინდათ ჩაიყვანეთ მეთქი. ჩამოიყვანა ჩინელმა ნელა-ნელა, ძლივს გააჩერა, თვითონაც გაუჭირდა. ეგ არის მე ვუთხარი გაკეთებული საქმე? ორი ლარი რეისზეო. მაგის გულისთვის მე თავს არ მოვიკლავ მეთქი. კარგი მაშინო აიღე ხელფასი რაც გაქვს ასაღები და წადი, დათხოვილი ხარ სამსახურიდანო. არც თქვენი ხელფასი მინდა, არც არაფერი და წავედი. დასვეს ეს კაცი და მოუვიდა დღეს ეს ამბავი,“-განაცხადა კომპანიის ყოფილმა მძღოლმა ზაზა ჩიტაძემ.

თვითმხილველები ამბობს, რომ სავარაუდოდ მძღოლს სამუხრუჭე სისტემამ უმტყუნა.   

დღის ამბები