26 დეკემბერი 2024,   23:36
ვრცლად
პრეზიდენტობის კანდიდატები სახელისუფლებო პარტიის რჩეული კანდიდატის წინააღმდეგ - ისინი ზურაბიშვილს პოზიციის დაფიქსირებას ურჩევენ

პრეზიდენტობის კანდიდატები სახელისუფლებო პარტიის რჩეული კანდიდატის წინააღმდეგ - მწვავე შეკითხვები სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბევრი დაგროვდა.

სალომე ზურაბიშვილს გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, დღეს საჯაროდ მოთხოვა პოზიციის დაფიქსირება ბოლო დროის ყველა აქტუალურ მოვლენაზე.

ვაშაძე ამბობს, რომ ოცნების რჩეული კრიტიკულ კითხვებს თავს არიდებს და დღემდე საზოგადოებამ არ იცის მისი პოზიცია ჩინოვნიკების ფეშენებელურ სახლებზე, დავით სარალიძის მკვლელების გამოძიებასა და ბიზნესის რეკეტზე.

სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძის შეკითხვები უპასუხოდ დატოვა და სამაგიეროდ დიდი დრო დაუთმო კულტურის სფეროს წარმომადგენელებთან რუსთაველის მცირე დარბაზში შეხვედრას.

11 წლის წინ სწორედ სალომე ზურაბიშვილის პროტესტის გამო ინტელიგენციისა და გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა კინაღამ ჩაიშალა. მაშინ ის ჯერ მარიკა ლორთქიფანიძეს დაუპირისპირდა, შემდეგ კი დარბაზი დატოვა.

პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილთან კითხვები აქვს, დავით უსუფაშვილია.

შენების მოძრაობის ლიდერს ოცნების რჩეულთან ერთი მთავარი გზავნილი ჰქონდა, მხარი დაუჭიროს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

დღეს ზურაბიშვილისგან საჯაროდ პასუხები მოითხოვა დავით ბაქრაძემაც.

არჩევნებამდე 5 დღით ადრე საპრეზიდენტო კამპანია განსაკუთრებით დაძაბული გახდა, კანდიდატებმა ამომრჩეველებთან შეხვედრები, თითქმის, დაასრულეს. 

დღის ამბები