25 აპრილი 2024,   19:04
ვრცლად
ერთ წელიწადში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა... "რუსთავი 2"-ს არ ექნება საშუალება, რომ განსხვავებული აზრი შევიდეს ტელევიზიაში - ივანიშვილის მუქარა

ყოფილი პრემიერი საზოგადოებისგან ერთ წლიან ვადას ითხოვს - ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ”ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.” პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, "ქართული ოცნების" მმართველობის დროს ქვეყანაში ვითარება - სიტყვისა და მედიის თავისუფლების მხრივ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავიდა. ივანიშვილი ერთ წლიან პერიოდს მისი გუნდის კიდევ უფრო გასაძლიერებლად ითხოვს. "რუსთავი 2,"-თან ერთად ყოფილმა პრემიერმა სამოქალაქო სექტორიც გააკრიტიკა.

"მე დავბრუნდი პოლიტიკაში სამწუხაროდ და მე მოვახერხებ რომ ის ვერტიკალი გუნდში გავამყარო, გუნდში ნიჭიერები უფრო წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ. უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება "ქართული ოცნების" ყველა წევრის მიმართ. მაქსიმუმ ერთ წელიწადში ჩვენ საზოგადოებაში ყველას თავისი სახელი ერქმევა და ყველას თავის ადგილი ექნება. რუსთავი 2 ვერ შეძლებს საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს და განსხვავებული აზრი არ მოისმინოს. თითქოს სახელმწიფო სახელმწიფოს ფუნქციას ვეღარ ასრულებს ვისაც არ უნდა ყველანი ქუჩაში გამოდიან. ბიზნესი, რომელიც არ უხდის ბიუჯეტს ფულს, გარბის "რუსთავი 2"-ზე და იქიდან გვემუქრება. დღეს ისეთი გრძნობა და შეგრძნებაა, თითქოს სახელმწიფო აღარ არსებობს დრეს ოქუაშვილი, რომელიც ფულს არ უხდის სახელმწიფო ბიუჯეტს...

"მე ვაძლევ საზოგადოებას იმის პირობას რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში, მოვახერხებთ ჩვენ გაძლიერებული რეჟიმით რომ ყველაფერს თავის სახელი დაერქვას ამ სახელმწიფოში მათ რიცხვში ქალბატონი ეკას (კვესიტაძე) როლსაც, "რუსთავი 2"-ის როლსაც. რა თქმა უნდა ესეთ ადამიანები ყველა სახელმწიფოში არიან, ესეთი ტელევიზიებიც ყველა სახელმწიფოში არსებობენ, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს შესატყვისი შეფასება და შესატყვისი ადგილი ჩვენს საზოგადოებაში. "რუსთავი 2"-ს არ ექნება საშუალება ამასაც გპირდებით, რომ მოახერხოს განსხვავებული აზრი არ შევიდეს ტელევიზიაში რომ ჩაკეტოს და მძევლად აიყვანოს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. 

დღის ამბები