26 დეკემბერი 2024,   21:11
ვრცლად
გასხვისებული გზა - სოფელ ქვიტირის მოსახლეობა აქციას მართავს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები გზის გასხვისებას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, მიწა თურქეთის მოქალაქე იყიდა.

აქციის მონაწილეების გზის გასხვისებით იკეტება, როგორც საცხოვრებელ სახლებთან, ისე სახნავ-სათეს ფართობებთან მისასვლელი გზა.

"ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა მიწა. თურქს აქვს თავისი ბიზნესი. ექვსმეტრიანი კედელი უნდა აღიმართოს აქ. გზა ჩუმად გაასხვისეს, ხალხმა არაფერი იცოდა. ამას ჰქვია, გარეულმა შინაური გააგდოო. სახლებთან ვერ მივალთ. გვეუბნებიან ჭიშკრები აიღეთო და გალავანს გვიშენებენ,"- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

ადგილობრივები სასამართლო დავას გეგმავენ.

„უკან შესასვლელი გზა რაც არის - იკეტება, პირადად ჩემი გზაც. წინ რამდენიმე მოსახლეს უშენდება ცხვირწინ გალავანი. მთელი უბნის სამეზობლო სარგებლობს ამ გზით და ვიწროვდება, ხალხი შეზღუდულია და მივდივართ. გვაინტერესებს რატომ გაიყიდა ეს მიწა. რეალური მყიდველი არის თურქი. მოვიდა თურქი. თურქი ჩვენს მიწაზე ალბათ მოგეხსენებათ ყველას, რომ ერთი გოჯა მიწის ნაკვეთის ყიდვაც არ შეუძლია, ამიტომ ისევე ქართველის სახელზე გაფორმებული აქვს ყველაფერი.“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დღის ამბები