26 დეკემბერი 2024,   21:13
ვრცლად
"დაანონსდა ჩარეცხვის ახალი ეტაპი, მომავალი ერთი წელი მასირებული შტურმი იქნება" - ხათუნა ლაგაზიძე ივანიშვილის განცხადებებზე

„მომავალი ერთი წელი, ვფიქრობ, რომ იქნება მასირებული შტურმი,“- ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საზოგადოების უმრავლესობისგან განსხვავებული რეალობაში ცხოვრობს. ლაგაზიძე ხელისუფლების მხრიდან მასობრივ საინფორმაციო შტურმს ელოდება.

"დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს თავისი რეალობა, რომელიც განსხვავდება ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის რეალობისგან. ტრადიციულ წრეზე წავედით, როცა საქართველოს ხელისუფლებები სხვა ვირტუალურ რეალობაში გადიოდნენ და საზოგადოება რჩებოდა მეორე ნაპირზე. ამ ინტერვიუმ აჩვენა ისიც, რომ ამ ნაპირებს შორის ხიდის აღდგენა შეუძლებელია. ასევე აჩვენა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილი კმაყოფილია საკუთარი გარემოცვისა და საკუთარი ხელისუფლების ქმედებებით და ის, რაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერს მწვანე შუქს უნთებს. დაანონსდა ჩარეცხვის ახალი ეტაპი, მომავალი ერთი წელი, ვფიქრობ, რომ იქნება მასირებული შტურმი იმ ადამიანებზე, საინფორმაციო შტურმი, იმ ადამიანებზე, რომლებიც სარგებლობენ მეტ-ნაკლები პოპულარობით საზოგადოებაში და რომლებსაც ბიძინა ივანიშვილისგან და ქართლი ოცნებისგან განსხვავებული რეალობა აქვთ,“- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ბიძინა ივანიშვილის თავდასხმის ობიექტი "რუსთავი 2" ერთ ინტერვიუში 65-ჯერ გახდა. ყოფილმა პრემიერმა კრიტიკული ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის განეიტრალების კონკრეტული სქემაც დაასახელა და "რუსთავი 2"-ზე ზეგავლენის მოსახდენად სპეციალური პიარჯგუფების შექმნა დააანონსა. ბიძინა ივანიშვილმა კონკრეტულ ვადა დაასახელა, ყოფილი პრემიერის თქმით, ერთ წელიწადში ყველაფერს დაალაგებს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები