02 მაისი 2024,   20:15
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი დადებით როლს ითამაშებს რუსეთთან ურთიერთობაში - კახა კალაძე

სალომე ზურაბიშვილი მხარდამჭერებთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს. სპორტის სასახლეში შეხვედრას "ქართული ოცნება" სრული შემადგენლობით ესწრება, შეხვედრაზე იმყოფება მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს სიტყვით პარტიის გენერალურმა მდივანმა მიმართა. კახა კალაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება საერთო სახალხო პრეზიდენტი, რომელიც თავის წვლილის შეიტანს ევროპის პოლიტიკაში და დადებით როლს ითამაშებს რუსეთთან ურთიერთობის კუთხით.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უდიდესი დიპლომატიური და პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანს, ღირსეული ქართველების შთამომავალს, რომელიც ყველაზე ზუსტად შეესაბამება კონსტიტუციით პრეზიდენტისთვის განსაზღვრულ როლს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მშვიდობიან, ევროპულ მომავალს.

ჩვენ მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს. ის იქნება სამაგალითო პრეზიდენტი არა მარტო რეგიონში, არამედ თავის წვლილს შეიტანს ევროპის პოლიტიკაშიც, დადებით როლს ითამაშებს რუსეთთან ურთიერთობაში და იქნება საერთო სახალხო პრეზიდენტი,“-აცხადებს კახა კალაძე. 

დღის ამბები