26 დეკემბერი 2024,   17:06
ვრცლად
ამბობს იმას, რასაც ფიქრობს... ომი საქართველოს არ დაუწყია სააკაშვილმა დაიწყო - ჯემალ ჭკუასელი სალომე ზურაბიშვილის პატრიოტიზმზე საუბრობს

დარწმუნებული კი არ ვარ, განაღდებული გვაქვს ეს საქმე - ამბობს ანსამბლ ”ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაზე საუბრისას.

სპორტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ შეხვედრაზე, მის მხარდამჭერებს შორის დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიდან ჯემალ ჭკუასელი ერთ-ერთი იყო, ვინც თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის პროგრამას იცნობს და მას მხარს სრულად უჭერს.

ჭკუასელი ამბობს, რომ ის ზურაბიშვილს ბავშვობიდან იცნობს, როგორც სამშობლოს ერთგულ და მოყვარულ ადამიანს.

„ჯერ ერთი ლაპარაკობს ეს ქალბატონი იმას , რასაც ფიქრობს, მეორე სამშობლოს სიყვარული ამოძრავებს, მე მაგას ვიცნობ ბავშვობიდან გიჟი თავის ქვეყნის მოყვარული“-ამბობს ჭკუასელი.

კითხვას - გამოიხატება თუ არა სამშობლოს სიყვარული, საკუთარ ქვეყნის ომის დაწყებაში დადანაშაულებაში,  ჭკუასელი პასუხობს:

„დაიწყო ალბათ, რავიცი. საქართველოს არ დაუწყია ომი მიშამ დაიწყო...“.

სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს შორის სამოდელო სააგენტო ”ჯეომოდელსის” ხელმძღვანელი თაკო ჩხეიძეც იმყოფებოდა. ჩხეიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა ლოგიკური დასასრული იქნება. 

სალომე ზურაბიშვილის შვილმა ქეთევან გუგუშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისგან თავი შეიკავა.

 

დღის ამბები