26 დეკემბერი 2024,   17:15
ვრცლად
სრული ფაბრიკაცია - თემურ ალასანია ფარულ ჩანაწერს ეხმაურება

უკრაინაში დარეგისტრირებულ საიტზე გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერს ერთ-ერთი სავარაუდო ფიგურანტი, თემურ ალასანია სოციალურ ქსელში ეხმაურება. საუბარია ჩანაწერზე, რომელიც ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ესაუბრება.

ჩანაწერში თითქოს მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიასა და ეკა კვესიტაძეზე საუბრობენ.

თემურ ალასანიას შეფასებით, აღნიშნული აუდიოჩანაწერი სრულ ფაბრიკაციას წარმოადგენს.

„ჩემსა და პრეზიდენტ შორის ვითომ შემდგარი სატელეფონო საუბარი, რომელიც სამთავრობო “მხილებების” ბოლო ჰიტად უნდა იქცეს წარმოადგენს სრულ ფაბრიკაციას და არ გამოიწვევს არავითარ ვნებათა ღელვას. შემოვიფარგლები მარტო ორი კომენტარით. ამათ ან ჩვენ ვგონივართ სრული იმბიცილები რომ ასეთ თემებზე ვისაუბროთ, ან ქართველი ხალხი, რომელმაც ეს უნდა უპირობოთ გადაყლაპოს. ეს არც ჩემი საუბრის სტილია, განსაკუთრებით გინება და არც ჩემი ხმა. მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მით უმეტეს ტელეფონით და მეორე, ეტყობა ძალიან გაუჭირდათ და დამარცხება მათთვის გარდაუვალია“ - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები