26 დეკემბერი 2024,   16:44
ვრცლად
ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების მიერ მიცემული ხმის შედეგების გაგება 28 ოქტომბრამდე შეუძლებელია - ანა მიქელაძე

ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების მიერ მიცემული ხმის შედეგების გაგება 28 ოქტომბრამდე შეუძლებელია - ამის შესახებ განცხადება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ გააკეთა.

ანა მიქელაძის თქმით, დალუქული ყუთები მხოლოდ მაშინ გაიხსნება, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურება.

მისივე განცხადებით, ავღანეთის საარჩევნო ბაზაზე ორი სპეციალური ჯგუფია გაგზავნილი, რომლებშიც შედიან ცესკო-ს მიერ არჩეული პირები და ასევე პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრები.

„მას შემდეგ, რაც დასრულდება ხმის მიცემის პროცესი, ყველა დოკუმენტაცია შესაბამისი წესით დაილუქება და გამოიგზავნება საქართველოში. 28 ოქტომბერს საღამოს 20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დასრულდება ხმის მიცემის პროცესი მთელ საქართველოში, ცესკო-ში მოხდება ავღანეთის ორი უბნის ბიულეტინების დათვლა და შესაბამისად, თითოეულმა კანდიდატმა, რა რაოდენობის ხმები მიიღო, ცნობილი იქნება მხოლოდ 28 ოქტომბერს 20:00 საათის შემდეგ,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ანა მიქელაძის თქმით, ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მისაცემად, საერთო ჯამში, 875 ამომრჩეველი დარეგისტრირდა.

დღის ამბები