19 აპრილი 2024,   21:42
ვრცლად
"გადამარწმუნე, შემაცვლევინე აზრი" - ჯაფარიძე "ოცნების" მხარდამჭერებს სთხოვდა დაემტკიცებინათ, რომ ზურაბიშვილის მასზე უკეთესი კანდიდატია

გადამარწმუნე, შემაცვლევინე აზრი - პოლიტიკური ცენტრ „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დღეს ამ ლოზუნგით სპორტის სასახლესთან მივიდა  ჯაფარიძემ პერფომანსი მაშინ გამართა, როდესაც სპორტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავდა.

ზურა ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს იწვევდა მაგიდასთან და სთხოვდა განემარტათ, რატომ უჭერდნენ მხარს ზურაბიშვილს და რა კრიტერიუმებით ჯობდა ოცნების კანდიდატი მას. ზურა ჯაფარიძის განცხადებით, მასთან ამ თემაზე არავის უკამათია.

„ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აქვს, ბოლო როგორც ჩანს ყველაზე მსხვილი ყრილობა არჩევნების წინ. აქ იყო ბევრი, ალბათ 10 ათასზე მეტი ადამიანი, ოცნების მხარდამჭერები და დავჯექი და მათ მივეცი შანსი, რომ გადავერწმუნებინე, მე, რომ თუ არ ვარ უკეთესი კანდიდატი ვიდრე ქალბატონი სალომე მოსულიყვნენ და ჩემთან ეკამათათ. არა, არავინ არ მოსულა . რამდენიმე ახალგაზრდა მოვიდა რაღაცეებზე ვისაუბრეთ, თუმცა გულწრფელი რეალური მცდელობა რომ ვინმეს ეცადა რომ გადავერწმუნებინე, რომ სალომე არის უკეთესი კანდიდატი, ასეთი რამე არ ყოფილა,“-განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.   

დღის ამბები