"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" წევრებს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა წინასაარჩევნო გარემოსა და მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
გიგა ბოკერიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი და მისი სახელისუფლებო გუნდი ქართულ დემოკრატიას დიდ ზიანს აყენებს.
„ქართულ დემოკრატიას და ჩვენ დემოკრატიულ ტრადიციას დიდ ზიანს აყენებს ივანიშვილი და მისი გუნდი და ზურაბიშვილი. და ამის მაგალითია, ის რასაც ჩვენ ვხედავთ ეთერებში, მათ შორის მათი საპროპაგანდისტო ორგანოებისა, გამოძიებები ვითომ არეულობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.