26 დეკემბერი 2024,   17:01
ვრცლად
"თავისუფალი საქართველოს" პერფორმანსი ქუთაისში - პრეზიდენტობის კანდიდატმა პარტიის წევრებთან ერთად ივანიშვილის სახელობის უნივერსიტეტი გახსნა 

აქცია-პერფორმანსი ქუთაისში - ,,თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ და გოგი წულაიამ, ქალაქში სიმბოლურად "ბიძინა ივანიშვილის სახელობის უნივერსიტეტი" გახსნეს. 

პერფორმანსით პარტიის ლიდერმა და წევრებმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ის დაპირება შეახსენეს, რომლის თანახმადაც 2019 წელს ქუთაისში უნივერსიტეტი უნდა აშენებულიყო. 

ადგილზე, სადაც სასწავლებლის მშენებლობა იგეგმებოდა, ამ დრომდე მხოლოდ ჭაობია. 

“ ჩვენ შარშანაც ვიყავით აქ, შარშან ზაფხულს,  მაშინაც გადავიღეთ აქ არსებული ვითარება და გამოგვეხმაურა ქართული ოცნების ბევრი მხარდამჭერი და გვითხრა, რომ  ნუ ლაპარაკობთ, ტყუილა ტყუილებს, ნუ გშურთ.  ერთ თვეში დაიწყება აქ მშენებლობა და წელს უკვე უნივერსიტეტს უნდა მიეღო სტუდენტები.  სტუდენტის რა გითხრათ, მაგრამ 40 000 ბაყაყი ნამდვილად არის ამ ჭაობში  და ეს არის სახე, რას დაემსგავსება საქართველო, თუ ივანიშვილი დარჩება  ხელისუფლებაში’’- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, კახა კუკავა. 

დღის ამბები