26 დეკემბერი 2024,   16:52
ვრცლად
ამომრჩეველთა ხმების დაცვის სქემა - საარჩევნო უბნებიდან ნებისმიერი დარღვევის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში აისახება 

არჩევნებისთვის მზადების ბოლო ეტაპი დაიწყო. გაერთიანებული ოპოზიცია ამომრჩეველთა ხმებს ქვეყნის მასშტაბით 3 ათას 700-მდე უბანზე დაიცავს. 28 ოქტომბერს, ამომრჩეველს ნებისმიერი დარღვევის შესახებ ინფორმაციის ატვირთვა სპეციალურ პორტალზე შეეძლება.  ვებპორტალზე ინტერნეტ კავშირით ნებისმიერი იმ მონაცემის გადაგზავნა იქნება შესაძლებელი, რომელიც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ხმების დასაცავად საგანგებოდ გადამზადდა 17 ათასი დამკვირვებელი. ვებ პორტალზე რეალურ დროში აისახება ინფორმაცია დარღვევების შესახებ. რუკაზე ყველა საარჩევნო უბანია დატანილი და ყველა დარღვევაც უბნის ლოგოს ქვეშ იქნება აღწერილი.

ამომრჩეველთა ხმების დასაცავად და გაყალბების ფაქტების გამოსავლენად, გაერთიანებულ ოპოზიციას სხვა მექანიზმიც აქვს.

პროგრამით სარგებლობა და დარღვევის შესახებ ინფორმაციის ოპერატიული გავრცელება შეუძლია ყველას. მთავარია ინტერნეტთან წვდომა, თავისუფალი 1 წუთი და ინფორმაცია საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში შევა.

დღის ამბები