27 დეკემბერი 2024,   07:36
ვრცლად
ძალადობა მოზარდზე - 8 წლის ბიჭის დედა ფიზიკურ ძალადობაში 54 წლის მამაკაცს ადანაშაულებს 

8 წლის მოზარდის დედა მეზობელს მისი შვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

არასრულწლოვნის დედა ამტკიცებს, რომ 54 წლის მამაკაცი მის შვილს ფიზიკურად საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გაუსწორდა. ძალადობის სცენა კი თავისივე მობილური ტელეფონით გადაიღო. ქალი მომხდარის გამოძიებას და მამაკაცის დასჯას ითხოვს.

დაზარალებული მოზარდის დედა ვარაუდობს, რომ ძალადობის შემდეგ მამაკაცი ბავშვის გატაცებასაც აპირებდა. მისი მტკიცებით, მამაკაცი მოზარდს საკუთარი ავტომობილში ჩაჯდომას ძალის გამოყენებით აიძულებდა.

მოზარდის დედა აცხადებს, რომ ბავშვის წაყვანა მამაკაცმა ვერ შეძლო, რადგან ადგილობრივებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.

ინციდენტის შემდეგ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სავარაუდო მოძალადის იდენტიფიცირება პოლიციამ შეძლო. თუმცა 54 წლის მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. სავარაუდო მოძალადე ბრალდებებს უარყოფს, თუმცა ინციდენტის დეტალებზე ვრცლად საუბარი არ სურს.

მოზარდზე ძალადობის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს სავარაუდო მოძალადის დედაც, რომელიც მოზარდის ოჯახს სიცრუეში ადანაშაულებს.

მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. მოზარდის დაზიანებების ხარისხს სავარაუდოდ ექსპერტიზა დაადგენს და ამის შემდეგ გაირკვევა, მოხდა თუ არა ძალადობა 8 წლის ბიჭზე.

დღის ამბები