19 აპრილი 2024,   10:23
ვრცლად
ქართველი პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა, პირველ რიგში კი სალომე ზურაბიშვილმა, არ იცის რუსეთის ისტორია - პანფილოვის ახალი წიგნი რუსეთ-საქართველოზე

"რუსეთ-საქართველოს საინფორმაციო ომი 2008-" ეს ცნობილი ჟურნალისტისა და მკვლევარის ოლეგ პანფილოვის ახალი წიგნის სახელწოდებაა. მასში დასაბუთებულად არის საუბარი თუ როგორ მოამზადა და წამოიწყო რუსეთმა ომი საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში. ოლეგ პანფილოვის რიგით 48-ე წიგნის წინასატყვაობა გრიგოლ ვაშაძეს ეკუთვნის.

"ეს არის წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ ებრძოდა რუსეთი საქართველოს პროპაგანდისა და დეზინფორმაციის საშუალებით. ამ წიგნით მინდა ავუხსნა პოლიტიკოსებს, რომლებიც აცხადებენ, თითქოს ომი საქართველომ დაიწყო, რომ ეს არ არის სიმართლე. წიგნზე მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ ომის დაწყებამდე ნახევარი წლით ადრე, რუსულ პრესაში ამ ომის რამდენიმე სცენარს განიხილავდნენ. ერთ -ერთი ასეთი სცენარში ზუსტად 2008 წლის აგვისტოს მოვლენები იყო აღწერილი. ვფიქრობ, ქართველი პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა, პირველ რიგში კი სალომე ზურაბიშვილმა, არ იცის რუსეთის ისტორია. ისტორია, რომელიც ბოლო 600 წლის განმავლობაში, სხვისი ტერიტორიების დაპყრობაზეა დაფუძნებული. 10 წლის წინ რუსეთმა მოინდომა საქართველო თავის იმპერიაში დაებრუნებინა,"-აცხადებს ოლეგ პანფილოვი.

დღის ამბები