27 დეკემბერი 2024,   07:49
ვრცლად
„აღმაშფოთებელი, ამაზრზენი და შეურაცხმყოფელი" - გრიგოლ ვაშაძე ზაზა სარალიძის დაკავებას აფასებს

„აღმაშფოთებელი, ამაზრზენი და შეურაცხმყოფელია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის,“- ასე შეაფასა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ზაზა სარალიძის დაკავების ფაქტი.

გრიგოლ ვაშაძე ინგოროყვას სახელობის კლინიკასთან, სადაც დაკავებული ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას იმყოფება. პრეზიდენტობის კანდიდატი ზაზა სარალიძის მონახულებას აპირებს. 

„10 სექტემბრიდან ცდილობდნენ ამ პროვოკაციის მოწყობას და როგორც იქნა, მოახერხეს და იპოვეს საბაბი, რომ ბატონი ზაზა სარალიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ. აღმაშფოთებელი, ამაზრზენი და შეურაცხმყოფელია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ქურდული ოცნების დამაარსებელმა და სულის ჩამდგმელმა დილას განაცხადა, რომ ეს ადამიანი ვითომ "ნაციონალების" კოორდინატორია და რადგან ის "ნაციონალების" კოორდინატორია, ის საქართველოს კანონმდებლობას არ ექვემდებარება და დათუნა სარალიძის მკვლელობა ისე უნდა იყოს დატოვებული.

ბატონმა ივანიშვილმა ისიც განაცხადა, რომ ამაზრზენია, რაღაც ასეთი სიტყვა იხმარა, მისთვის უჩვეულო, ეტყობა, ივარჯიშა, რომ გირგვლიანის საქმეს ადარებენო, გირგვლიანი სახელმწიფომ მოკლაო. დიდი ბოდიში მომიხდია და რატომ გეშინიათ ცეცხლივით, თემირლან მაჩალიკაშვილის სახელის ხსენება, რომელიც სახელმწიფომ მოკლა,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შვილმოკლული მამა დღეს რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები