27 დეკემბერი 2024,   07:50
ვრცლად
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს მოსამართლეობის მსურველ 14 კანდიდატს მოუსმინეს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს მოსამართლეობის მსურველ 14 კანდიდატს მოუსმინეს. მათ შორის ბესიკ ბუგიანიშვილს, რომელიც ე.წ. კაბელებისა და ე.წ. ციანიდის საქმის მოსამართლე იყო.

ბუგიანიშვილი სააპელაციო სასამართლოში გადაყვანას ითხოვს. იმ შემთხვევაში თუ მას მოთხოვნა დაუკმაყოფილეს, ის უვადო მოსამართლე გახდება.

„რა თქმა უნდა, მინდა უვადოდ გამწესება და მინდა ამ კანონის სიკეთით ვისარგებლო, შესაბამისად, ეს არის ძირითადი მიზეზი და მოტივაცია ჩემი საბჭოში მოსვლის და განაცხადის შეტანის. მაქვს შეტანილი ასევე სააპელაციო სასამართლოს ინსტანციაში,“ - განაცხადა მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა.

დღეს მოუსმინეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს დავით მამისეიშვილსაც, რომელსაც ერთ-ერთი მოსამართლე ზეწოლაში ადანაშაულებდა.

დავით მამისეიშვილს თბილისში ან საქალაქო ან სააპელაციო სასამართლოში გადასვლა სურს.

დღის ამბები