27 დეკემბერი 2024,   06:47
ვრცლად
წინასაარჩევნო დარღვევები - იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრაზე კომისიის წევრები უშუალოდ წინასაარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებს განიხილავენ.

სხდომაზე პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა კომისიის წევრებს ის ფოტო და ვიდეომასალა წარუდგინა, რომელიც დეპუტატის განცხადებით, ადასტურებს, როგორ უშლიან ხელს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთან შეხვედრას.

მმართველი გუნდის წარმომადგენელი კომისიას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ რამდენიმე შემთხვევა იყოს ამ ხელის შეშლებიდან განხილული, რომლის ვიდეო და ფოტომასალა წარვადგინეთ და შესაბამისი რეაგირება და შეფასება მოჰყვეს როგორც კომისიის, ასევე საზოგადოების მხრიდან,“- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

განმარტება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, იმ სისხლის სამართლის საქმეების ანგარიში წარადგინა, რომელსაც შსს იძიებდა.

„ძალადობის ფაქტები იყო მინიმალური. დღეის მდგომარეობით.15 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, როგორც უმრავლესობიდან, ისე ოპოზიციური პარტიებიდან. იყო რამდენიმე საქმე, სადაც პოლიტიკური მოტივი გამოიკვეთა და შსს-მ და პროკურატურამ თითოეულ საქმეზე ადეკვატური რეაგირება მოახდინეს,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღის ამბები