27 დეკემბერი 2024,   07:28
ვრცლად
"წიწაკების გამოწვევა" - BBC ნიკა გვარამიას ინიციატივას ეხმაურება 

ტელეკომპანია BBC, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინიციატივით დაწყებულ “წიწაკების გამოწვევას’’ ეხმაურება.

BBC-ის სტატიაში ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილის ოპონენტები გაერთიანდნენ და მის კანდიდატურას სოციალურ მედიაში, “წიწაკების გამოწვევის’’ კამპანიით აპროტესტებენ.

ჟურნალისტი წერს, რომ ზურაბიშვილი კამპანიის მონაწილეთათვის იმდენად უგემურია, რომ ურჩევნიათ მწარე წიწაკა მიირთვან, ვიდრე ის პრეზიდენტად არჩეული ნახონ.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ გავლენიანი ოპოზიციური ტელეარხის “რუსთავი2’’-ის  დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ე.წ  "ჩილი ჩელენჯი" პირდაპირ ეთერში, წიწაკის ჩაკბეჩით დაიწყო და განაცხადა, რომ მწარე კატასტროფა ელის საქართველოს, თუ საქართველოს პრეზიდენტი,  ქვეყნის მოღალატე გახდება.

,,BBC’’ -ის ჟურნალისტი კამპანიის ინიცირების საბაბსაც ასახელებს და წერს, რომ მიზეზი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაა, სადაც ის 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს.

დღის ამბები