19 აპრილი 2024,   15:39
ვრცლად
"იმოქმედე დღეს სიმართლისთვის" - პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია იმართება

"იმოქმედე დღეს სიმართლისთვის" - რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია დაიწყო.

აქციის მონაწილეები ზაზა სარალიძის დაკავებას აპროტესტებენ. აქციაზე ასევე იმყოფება ზაზა სარალიძის დედაც.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა დღეს პარლამენტის წინ დააკავეს. ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

დღის ამბები