27 დეკემბერი 2024,   07:43
ვრცლად
20 წლის ანა ნაცვლიშვილის სასტიკი მკვლელობა - ოჯახი ეჭვობს, რომ ბრალდებულის უფლებადამცველი მტკიცებულებების ფალსიფიცირებას ცდილობს

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, ბრალდებულის ადვოკატი ალტერნატიულ ექსპერტიზას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება, მოკლული ახალგაზრდა ქალის მამამ და ადვოკატმა გააკეთეს. 

მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ  საქმეზე ჩატარებულმა არაერთმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ანა ნაცვლიშვილის სხეულზე მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები, სწორედ იმ იარაღითაა მიყენებული, რაც საქმეში დევს, ბრალდებულის დაცვის მხარე ხელახალ ექსპერტიზას ითხოვს.

“ექსპერტმა გაგვცა აბსოლუტურად ამომწურავი პასუხი, რომ გამორიცხული არ არის, რომ  ეს დაზიანებები, რომლებმაც უშუალოდ სასიკვდილო შედეგი გამოიწვია ყველა იმ გათვალისწინების მითითებით, რაც ბრალდებამ განაცხადა, შესაძლოა მიყენებული იქნეს ამ დანით. არაერთხელ ქალბატონმა დამცველმა, გრიგალაშვილის დამცველმა განაცხადა, როგორც ინტერვიუებში,  ასევე პირად საუბრებში, რომ მის მიერ დანიშნული კერძო ექსპერტიზის ბიუროში, შპს “ვექტორში’’ დანიშნული ექპერტიზის დასკვნით აბსოლუტურად გააბათილებს ყველა ბრალდების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას. “ - განაცხადა მაია ქავთარაძემ.

მოკლული გოგონას ოჯახი ეჭვობს, რომ ექსპერტიზის ბიურო შპს “ვექტორი" ბრალდების მხარის წარდგენილ მტკიცებულებებს, ხელახალი ექსპერტიზით გააბათილებს, რითაც სასამართლოში მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს. 
 
“მაგის მცდელობა აქვს ახლა ადვოკატს, რომ უვადო არ იყოს, თორემ ის რომ არ გამართლდება მაგაში ეჭვი არ არის, რომ მუხლი შეუცვალონ. მე ბოლომდე ვიბრძოლებ.“ - განაცხადა, მამუკა ნაცვლიშვილმა. 

დღის ამბები