27 დეკემბერი 2024,   07:03
ვრცლად
აქცია რუსთაველზე - სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან ისეთივე კარავი გაშალეს, რომლის დადგმაც სარალიძეს პოლიციამ აუკრძალა

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია დაიწყო.

სამოქალაქო აქტივისტები რუსთაველზე იმ კარვის მსგავსი კარვით მივიდნენ, რომლის დადგმის გამოც ზაზა სარალიძესა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. სარალიძე პოლიციამ სწორედ მაშინ დააკავა, როცა რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეები წვიმისგან დასაცავად კარვის გაშლას ცდილობდნენ.

პოლიციამ აქტივისტებს კარვების გაშლა აუკრძალა, რის შემდეგაც სამართალდამცველებსა და სარალიძეს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქტივისტები, რომელთა შორის „რუსეთი ოკუპანტია"-ს წევრი გიგა მაქარაშვილი და სამოქალაქო აქტივისტი „პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენელი ნატა ფერაძე არიან, ზაზა სარალიძის დაკავებას აპროტესტებენ.

აქტივისტები ამბობენ, რომ ზაზა სარალიძეს და ნებისმიერი სხვა მოქალაქეს საკუთარი პროტესტის გამოხატვა არ უნდა შეუზღუდონ.

კარავი, რომელიც მათ რუსთაველზე მიიტანეს ექვს ადამიანს იტევს, აქტივისტები სწორედ ასეთი პერფორმანსით ცდილობენ ზაზა სარალიძის მხარდაჭერა გამოხატონ.

მათ კარავი რუსთაველის გამზირზე გაშალეს. პოლიციას ჯერჯერობით ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია. 

დღის ამბები