27 დეკემბერი 2024,   07:40
ვრცლად
პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე გრიგოლ ვაშაძე მივიდა

პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე გრიგოლ ვაშაძე მივიდა. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ითხოვს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ. 

გრიგოლ ვაშაძე ცოტა ხნის წინ ინგოროყვას კლინიკასთან იმყოფებოდა, სადაც ზაზა სარალიძე შსს-დან გადაიყვანეს.

„ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობებში დამნაშავეები დაისჯებიან.

„სახელმწიფომ გაანადგურა დათუნა სარალიძის საქმეში ყველა ნივთიერი მტკიცებულება და დააფარა ხელი მკვლელებს. თემირლან მაჩალიკაშვილის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სახელების ხსენების ეშინიათ. დათუნა სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელები დაისჯებიან,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

"იმოქმედე დღეს სიმართლისთვის" - რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია დაიწყო.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები