27 დეკემბერი 2024,   06:53
ვრცლად
ზაზა სარალიძესთან ერთად დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს

ზაზა სარალიძესთან ერთად დაკავებული ორი პირი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. ისინი რუსთველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მივიდნენ და შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.

"იმოქმედე დღეს სიმართლისთვის" - რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ორ მოქალაქესთან ერთად პარლამენტის შენობასთან დღეს დააკავეს. ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

შვილმოკლული მამა შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვის დროს შეუძლოდ გახდა, რის გამოც, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზაზა სარალიძე დღეს ინგოროყვას კლინიკაში დარჩება.

ამავე თემაზე
დღის ამბები