27 დეკემბერი 2024,   07:15
ვრცლად
აშშ-ს მრჩევლის ვიზიტი საქართველოში არჩევნებამდე ორი დღით ადრე და პოლიტიკური გზავნილები

არჩევნებამდე ორი დღით ადრე ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი საქართველოში ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი გზავნილებით ჩამოვიდა. ჯონ ბოლტონის თქმით, შეერთებული შტატებისთვის 28 ოქტომბრის არჩევნები განსაკუთრებით საყურადღებოა. მისი განცხადებით, გამჭვირვალე არჩევნები, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებშია.

ჯონ ბოლტონი საქართველოში მოსკოვში გამართული მოლაპარაკებებისა და კავკასიური ტურნეს შემდეგ ჩამოვიდა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გამო დაწესებული სანქციების ნაწილი ვერ გახდება. ისიც უცნობია, მოხვდება თუ არა ტრამპი-პუტინის პარიზული შეხვედრის დღის წესრიგში საქართველო.

ჯონ ბოლტონმა შეხვედრები საგარეო უწყებიდან დაიწყო. მას მოლაპარაკება ჰქონდა გიორგი გახარიასთან, იმყოფებოდა თავდაცვის უწყებაში. ბოლო შეხვედრა პრემიერ მამუკა ბახტაძესთან შედგა. განხილვის მთავრი თემები სამხედრო თანამშრომლობა, ოკუპირებული ტერიტორიები და ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივა იყო.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურის მთავარი გზავნილები უკვე გახდა პოლიტიკოსების დისკუსიის მთავარი თემა. ოპოზიციის თქმით, არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოწოდება, რომ ხელისუფლებამ ღიად და გამჭვირვალედ წარმართოს პროცესი, ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ამ არჩევნებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონი რეგიონსა და ქვეყნაში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები