27 დეკემბერი 2024,   06:56
ვრცლად
ივანიშვილის მოსაზრებები ჭარბვალიანობასა და სიღარიბეზე - ოპონენტები მილიარდერის მოსაზრებების ლოგიკური ახსნის მოძებნა უჭირთ

მილიარდერმა საქართველოში სიღარიბის მიზეზების ახსნა დღეს კიდევ ერთხელ სცადა - ბიძინა ივანიშვილი ისევ ჭარბვალიანობაზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ ახალი საბანკო რეგულაციები მდგომარეობას შეცვლის.

ივანიშვილის თქმით, გადახდის უუნარო მოქალაქეებს კრედიტები მძიმე ტვირთად აწვებათ და ფულს, რომელიც საკვებში უნდა დახარჯონ, ბანკში იხდიან. გაუაზრებელი კრედიტების აღებით ახსნა ივანიშვილმა UNICEF-ის ბოლო კვლევაც, რომლის თანახმადაც მოსახლეობის შვიდი პროცენტი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს.

ოპოზიცია ამბობს, რომ ივანიშვილი ამჯერად უკვე ახალი თეორიების განვითარებით საკუთარ დანაშაულს ფარავს და არ სურს, აიღოს პასუხისმგებლობაზე მოსახლეობის გაღარიბებაზე.

მოსახლეობის გაღარიბების ახალი ვერსიის მოსმენა სრული მოულოდნელობა იყო საზოგადოებისთვის. მერობის ყოფილი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხალხს შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ მიაყენა.

ეკონომისტებს ივანიშვილის განცხადებებში ლოგიკური ახსნის მოძებნა უჭირთ და ამბობენ, რომ მოქალაქეების ჭარბი ვალი მათი სიღარიბით არის გამოწვეული და არა პირიქით. ისინი ივანიშვილს "ოქსფამის" კვლევის გაცნობას ურჩევენ, სადაც ნათქვამია, რომ ყოველი მეხუთე გამოკითხული საჭმელს ნასესხები ფულით ან ბანკის კრედიტით ყიდულობს.

გაეროს ბავშვთა ფონდმა დაადგინა, რომ საქართველოში ბოლო სამ წელიწადში ორნახევარჯერ გაიზარდა იმ ბავშვების რიცხვი, ვისაც შია. სწორედ ეს კვლევა დასახელდა რამდენიმე თვის წინ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისა და მისი გუნდის თანამდებობებიდან გათავისუფლების მიზეზად.

დღის ამბები