27 დეკემბერი 2024,   07:41
ვრცლად
"ჩემი შვილიშვილის მკვლელები და ხელის დამფარებლები ჰარიჰარალოს მღერიან რესტორნებში" - ზაზა სარალიძის დედა

„ჩემი შვილი დაიჭირეს და ჩემი შვილიშვილის მკვლელები და მკვლელების ხელის დამფარებლები ჰარიჰარალოს მღერიან რესტორნებში,“- ეს გაცხადება, ზაზა სარალიძის დედამ გააკეთა. მარინა ბეგაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის დაკავების შემდეგ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა.

მისი თქმით, ზაზა სარალიძის დაკავების მიუხედავად, რუსთველის გამზირზე პროტესტი არ შეწყდება.

"იმოქმედე დღეს სიმართლისთვის" - რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

„ზაზა 47 დღეა აქ და ვერაფერს მიაღწია. მთავრობისგან თანადგომასაც ვერ მიაღწია, სხვა ყველაფერს თავი რომ დავაბრუნო,“- განაცხადა მარინა ბეგაძემ.

შვილმოკლული მამა რუსთაველის გამზირზე დღეს დააკავეს. ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვის დროს შეუძლოდ გახდა, რის გამოც, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზაზა სარალიძე დღეს ინგოროყვას კლინიკაში დარჩება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები