27 დეკემბერი 2024,   07:18
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტის შენობასთან - სამართალდამცავებმა აქტივისტების მიერ მიტანილი კარავი წაიღეს

ხმაური და დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე - სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ, აქტივისტების მიერ მიტანილი კარავი წაიღეს. 

კარვის წაღებას სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ კარავი მას შემდეგ მიიტანეს, რაც პოლიციამ ზაზა სარალიძე დააკავა, რომელიც კარვის გაშლას ცდილობდა.

სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცუდად გახდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. 

ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია ამ წუთებში პარლამენტის წინ მიმდინარეობს. სარალიძე სამართალდამცავებმა დღეს დააკავეს და შსს-ს შენობაში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის ამ წუთებში ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.

სარალიძეს პოლიციელის მიმართ თავდასხმას ედავებიან, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

დღის ამბები