26 დეკემბერი 2024,   15:39
ვრცლად
"ყველას გადახაზვით ჩვენ ვაძლევთ ისევ ყველაზე ძლიერ პარტიას მოგების საშუალებას" - ნატა ფერაძე

საზოგადოების წარმომადგენლები მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის მაღალი აქტივობა დაფიქსირდეს.

მოძრაობა პარტიზანული მებაღეობის დამფუძნებელი, ნატა ფერაძე, ამბობს, რომ ბიულეტინზე კანდიდატების გადახაზვა გამოსავალი არ არის და არჩევანი მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ.

„ყველას გადახაზვით ჩვენ ვაძლევთ ისევ ყველაზე ძლიერ პარტიას მოგების საშუალებას. საკმაოდ რთულ არჩევანში ჩვენ უნდა ავარჩიოთ ერთ-ერთი,“ - ამბობს ნატა ფერაძე.

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„ნებისმიერი მოქალაქე, ვინც თვლის, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ვერ ახორციელებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს და მეტიც, მან გაუშვა სადავეები ხელიდან და ჩვენ, მოქალაქეები, ვეღარ ვმართავთ, ეს არის კარგი შანსი, რომ ვაჩვენოთ მთავრობას, ვაჩვენოთ ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ ჩვენ თვითონ ვმართოთ ჩვენი საკუთარი თავი,“ - ამბობს ღამბაშიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები