ევროპული საქართველოს ახალგაზრდა აქტივისტებს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე, შეხვდა.
ბაქრაძე ახალგაზრდა თაობას მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესში და საკუთარი მომავალი თავადვე აირჩიონ.
"მე წავალ და ქვეყნის გამთლიანებას მივხედავ, თქვენ მანამდე მიხედეთ ხალხს, ამომრჩეველს, რომ ხვალისთვის ვიყოთ მაქსიმალურად ფორმაში, კარგ ხასიათზე, საბრძოლო განწყობაზე. ამინდიც კარგი გამოგვივიდა და ვიბრძვით გამარჯვებისთვის," - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.