26 დეკემბერი 2024,   15:42
ვრცლად
"ოქუაშვილს არ გამოუვიდა ვალისგან თავის არიდება ამ სპექტაკლის მეშვეობით, რომელიც იყო დადგმული ნაცმოძრაობასთან და ნიკა გვარამიასთან ერთად" - ირაკლი კობახიძე

„სპექტაკლი ჩავარდა, ერთ-ერთი სპექტაკლი დაკავშირებული იყო სწორედ ოქუაშვილთან, რომელიც ცდილობდა ამ სპექტაკლის მეშვეობით ვალის გადახდისგან თავის არიდებას,“ - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ომეგას თამბაქოს ქარხნის ამუშავებას.

ირაკლი კობახიძე ომეგა ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებს „სპექტაკლად“ მოიხსენიებს და ამბობს, რომ ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად მოქმედებდა.

„მას არ გამოუვიდა ვალისგან თავის არიდება ამ სპექტაკლის მეშვეობით, რომელიც იყო დადგმული ნაცმოძრაობასთან და ნიკა გვარამიასთან ერთად და შედეგი სახეზეა. ყველა ადამიანი არის ვალდებული, რა თქმა უნდა, გადაიხადოს გადასახადები და ეს არის, ბუნებრივია, ოქუაშვილის ვალდებულებაც,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ომეგას თამბაქოს ქარხანამ 3-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა. გუშინ, გვიან ღამით, კომპანიას აქციზური მარკები გადასცეს, რის შემდეგაც ქარხნის ამუშავება შესაძლებელი გახდა.

ომეგა ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა, ფინანსთა სამინისტროსგან ითხოვდა აქციზური მარკების გადაცემას, რასაც მოჰყვა ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომელიც სახელმწიფო რეკეტის ფაქტებზე მიუთითებდა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები