27 დეკემბერი 2024,   05:30
ვრცლად
საარჩევნო სიებით მობილიზებული "ოცნების" კოორდინატორები საარჩევნო უბნებთან - აგიტატორები თავს კომიკური განმარტებებით იმართლებდნენ 

საარჩევნო სიებით შეიარაღებული კოორდინატორები საარჩევნო უბნებთან - მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების მსვლელობისას აგიტაციას კანონი კრძალავს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ ერიდებოდნენ უშუალოდ ხმის მიცემის პროცესის სიახლოვეს იმ ამომრჩევლების გაკონტროლებას, რომლებსაც სიებით ხელში უშუალოდ უბნებთან ელოდებოდნენ. ყველა კოორდინატორ - აგიტატორს ჰქონდა სხვა და სხვა არგუმენტი თუ რატომ აკონტროლებდა საარჩევნო უბანს.

მათ შორის იყო კომიკური განმარტებებიც, რომ მათ ხელში არა სიები არამედ ტორტის რეცეპტი ეჭირათ ან საარჩევნო უბანთან თაბახის ფურცელზე წერილს შეყვარებულისთვის წერდა.

დარღვევები არჩევნების მსვლელობისას ყველა რეგიონში დაფიქსირდა, იყო შემთხვევები, როდესაც აგიტაციას ადგილობრივი მაღალჩინოსნებიც ეწეოდნენ. მათშორის საკრებულოს წევრები და ქალაქის მერებიც იყვნენ.

გარდა საარჩევნო სიებისა, ადგილი ჰქონდა საარჩევნო უბნების გარეთ აგიტაციას. ადგილზე მისულ აქტივისტებს თან ჰქონდათ საარჩევნო აქსესუარები. მათშორის საარჩევნო ბუკლეტები, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი მაისურები და ქუდები.

საარჩევნო პლაკატები იყო სხვადასხვა საარჩევნო უბნების შესასვლელებთან. იყო შემთხვევები როდესაც ამ ქმედებას ოპოზიციის წარმომადგენლები აპროტესტებდნენ, რასაც ადგილზე ხმაური და დაპირისპირება მოსდევდა. 

დარღვევები დაფიქსირდა თითქმის ყველა რეგიონში. მათშორის კოორდინატორების უკანონო ქმედება განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო მარნეულში, ზუგდიდში, ახალციხესა და ახალქალაქში.

დღის ამბები