27 დეკემბერი 2024,   05:06
ვრცლად
ინციდენტი სამეგრელოში - ზუგდიდში კომისიის წევრმა ფურცლების შეკვრა მაისურის ქვეშ დამალა

საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ზუგდიდის 88-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ფურცლების შეკვრა მაისურის ქვეშ დამალა. „კურიერმა“ კადრების გადაღება შეძლო.

კომისიის თავმჯდომარემ „რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფს აკრედიტაციის ქონის მიუხედავად, საუბნო საარჩევნო კომისიაში შესვლის უფლება არ მისცა.

"რუსთავი 2-ის" დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების  გამოცხადებას სამეგრელოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები უყურებდნენ. ისინი შედეგებს, რომლის მიხედვითაც, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, ოვაციებით შეხვდნენ. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები