27 დეკემბერი 2024,   04:22
ვრცლად
TI: ამ არჩევნებზე მოსყიდვას ჰქონდა ადგილი

არასამთავრობო ორგანიზაციები საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ მოსყიდვების რამდენიმე ფაქტი მათმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს.

„"ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ჩატარებული არჩევნების პერიოდში ჩვენს სადამკვირვებლო მისიას ნამდვილად არ დაუფიქსირებიათ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი. ეს არ ნიშნავს, რომ არ იყო, თუმცა, ამის დაფიქსირება არის ძალიან რთული ამიტომ, ჩვენ კი გვაქვს 6 შემთხვევა ამის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს როგორც ჩანს, ხდებოდა. ასევე ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უბნების გარეთ იყო მანქანები, სადაც ამომრჩევლებიც და სხვა პირებიც სხდებოდნენ და რისთვის აკეთებდნენ ამ ყველაფერს, ნამდვილად არ ვიცი. ანუ შესაძლებელია, რომ ისინი ანახებდნენ ვის აძლევდნენ ხმას ან შეიძლება იღებდნენ გარკვეულ თანხას,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე. მისი თქმით, კოორდინატორების საშუალებით ამომრჩევლის მობილიზაცია „ტრადიციად“ იქცა.  

კოორდინატორების სრულ მობილიზებაზე საუბრობს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე და ამბობს, რომ წელს მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიყენეს მსგავსი მეთოდი ამომრჩევლის მობილიზების.

ამომრჩევლის გაკონტროლების მეთოდებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი. მისი თქმით, აგიტატორები ფაქტობრივად აკონტროლებდნენ ამომრჩევლის საარჩევნო უბანზე შესვლას.

დღის ამბები