მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების დათვლის პროცედურა დაიწყო. სამი საარჩევნო უბნის შედეგები ცნობილია.
67-ე საარჩევნო უბანზე, სადაც 287 ამომრჩეველი გამოცხადდა, 175 ხმა გრიგოლ ვაშაძემ, ხოლო 63 - სალომე ზურაბიშვილმა მიიღო.
86-ე საარჩევნო უბანზე, სადაც 136 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, უმრავლესობამ - 75-მა ადამიანმა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს მისცა ხმა, ხოლო „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა - 40 ხმა მიიღო.
ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბანზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარკვეულ ექსცესებს ჰქონდა ადგილი, 316-მა ადამიანმა მისცა ხმა. მათგან 89 მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა 57 ხმა მიიღო.