27 დეკემბერი 2024,   04:31
ვრცლად
226 ვაშაძე, 86 სალომე ზურაბიშვილი - გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებით, ასამდე უბნის მონაცემებით გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს

თბილისში რამდენიმე უბნიდან მონაცემები უკვე მიიღო გაერთიანებულმა ოპოზიციამ. გიორგი ვაშაძის მტკიცებით, მათ 100-მდე უბნის მონაცემი აქვთ, სადაც ხმის დათვლას პარალელურ რეჟიმში აწარმოებდა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამ უბნებიდან გრიგოლ ვაშაძეს 226 ხმა, სალომე ზურაბიშვილს კი მხოლოდ 86 ხმა აქვს მიღებული.

„100 უბნის მონაცემი საქართველოს მასშტაბი, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს თითქმის ყველა უბანზე ლიდერობს. დაახლოებითი პროცენტული მაჩვენებელი 40% მეტია.

წყალტუბო 47-ე უბანი - 227 გრიგოლ ვაშაძე, დავით ბაქრაძე-89 , სალომე ზურაბიშვილი 80.

მარნეული მე-80 უბანი - ვაშაძე-142, ზურაბიშვილი -49.

გარდაბანი -გრიგოლ ვაშძე-144, ზურაბიშვილი -65.

ხაშური სოფელი ბეკამი - ვაშაძე - 116, ბაქრაძე 38,

ჩხოროწყუ მე-20 უბანი - ვაშაძე 105, ზურაბიშვილი -97;

წყალტუბო 53-ე უბანი - ვაშაძე 121, ზურაბიშვილი-37,

წყალტუბო 58 უბანი - ვაშაძე 37, ზურაბიშვილი 24, ბაქრაძე-8,

კასპი 26-ე უბანი, ვაშაძე -307, ზურაბიშვილი-117.

გარდაბანი გრიგოლ ვაშაძე - 244, ზურაბიშვილი -  65.

ოზურგეთი - ვაშაძე 60, ზურაბიშვილი 53.

მუხრანი მე-15 უბანი, 328 ვაშაძე, ზურაბიშვილი 160.

სენაკი 41-ე უბანი, ვაშაძე 203, ზურაბიშვილი - 66.

თემქა 89-ე უბანი, ვაშაძე -252,ზურაბიშვილი- 156,

ვარკეთილი 2, მე-11 უბანი ვაშაძე -194, ზურაბიშვილი - 112.

ვაკე 70-ე უბანი -ვაშაძე 191, ზურაბიშვილი - 144.

წალკა სოფელი რეხა, ვაშაძე 109 , ზურაბიშვილი -189“-აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ გაერთიანებულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა პირველსავე ტურში გაიმარჯვოს. 

შეგახსენებთ, რომ ეგზიტპოლების მიხედვით, რომელიც გავლენიანმა ამერიკულმა ორგანიზაციამ „Edison Research“-მა გამოაქვეყნა, 16:00 საათის მონაცემებით გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი 40-40% აგროვებენ.

დღის ამბები