ძალიან მნიშვნელოვანია ცესკო-ში ხმების დაცვა - „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების“ თავმჯდომარე „მთელი დღის განმავლობაში ყველა მეთოდი იყო გამოყენებული არჩევნების გაყალბების,“ - ეს განცხადება, არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების” თავმჯდომარემ, მანანა ჯებაშვილმა გააკეთა.
მანანა ჯებაშვილი აცხადებს, რომ მთელი დღის განმავლობაში დარღვევები დაფიქსირდა ხმის მიცემასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ხმების დაცვა.
„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ცესკო-ში ხმების დაცვა, ვინაიდან ეგზიტპოლების შედეგები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და როგორც ცნობილია, „ქართული ოცნება“ აპირებს, რომ პირდაპირ დაუწეროს ციფრი, რომელიც ძალიან შორს რის რეალობისგან,“ - განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.